ორგანიზაციის შესახებ

შპს „ჯეო ირიგეიშენი“ წარმოადგენს თანამედროვე ცოდნასა და ღირებულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას. მისი ძირითადი საქმიანობაა სოფლის მეურნეობის სექტორის და ლანდშაფტის სარწყავი სისტემებით უზრუნველყოფა, ასევე, მასთან ასოცირებული სერვისების სრული სპექტრის შეთავაზება დაინტერესებული პირებისთვის.

„ჯეო ირიგეიშენი“ ახორციელებს სფეროსთან დაკავშირებული სპეციალიზირებული ტექნიკისა და მატერიალური ქონების მიწოდებასა და მონტაჟს.

ორგანიზაციის შეთავაზებული პროდუქტები და სერვისებია:
* ყველა სახის თანამედროვე სარწყავი სისტემები (მაგისტრალური სისტემა, დამწნევი (ტუმბოები) საშუალებები, სასუქის შემრევი სისტემები, საფილტრაციო სისტემები, ავტომატური მართვის სისტემები და ა. შ.)
* სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები
* მოყინვის საწინააღმდეგო საშუალებები
* მეტალის წყლის რეზერვუარები
* GPS-ით დაკვალვა, დაპროექტება, აზომვა
* პროექტის თანამედროვე დიზაინი
* კონსულტაციები სარწყავი სისტემის სწორი და ეფექტური ექსპლუატაციის საკითხებში

საქმინობის სტრატეგია ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
* ხარისხის უზრუნველყოფის მაღალი სტანდარტი
* გამჭვირვალე მექანიზმების გამოყენება კლიენტებთან
* ცოდნის განახლების ხელშეწყობა
* სტაბილური საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორობა

შპს „ჯეო ირიგეიშენი“ აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში. მისი საგამოფენო პროდუქცია და ინფორმაცია წარმოდგენილია პარტნიორი ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლების უშუალო თანამონაწილეობით.

თანამშრომლები პერიოდულად გადიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს ორგანიზაციის პარტნიორ მწარმოებელ კომპანიებში. სამუშაოების შესრულებისას გამოყენებულია მხოლოდ სერტიფიცირებული, ევროსტანდარტის მატერიალური ქონება.